
ვიდრე სააკაშვილამდე მივალთ, მცირე შესავალი დაგვჭირდება. ის შეიძლება არცთუ სახალისოდ და ოდნავ გადატვირთულად მოგვეჩვენოს, თუმცა სასურველი მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელია. მაშ ასე,-

რატომ იკავებს სიტყვა „მოღალატე“ ესოდენ მნიშვნელოვან ადგილს ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში?

ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს ყოველთვის უჭირდა საქართველოში გასამართი არჩევნების შედეგების პროგნოზირება და იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომელნიც ელექტორატზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. მკვლევარები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ იმ მოტივების გაშიფრვას, რომელიც მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილის არჩევანის უკან დგას. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

„ერთა ცხოვრებაში ხანდახან დგება საზეიმო ჟამი, როდესაც ღირსების ეროვნული გრძნობა სწრაფად დუღდება, უძლეველი ხდება, ყველა ინტერესზე მაღლა დგება და ქვეყნის ბედს მარტო წარმართავს“. ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ ეს ფრაზა დამატებით დატვირთვას შეიძენს, თუ მის წყაროს გავიხსენებთ, ნაპოლეონ III-ს მანიფესტს საფრანგეთ-პრუსიის ომის დასაწყისში - 7 თვეში გერმანელები პარიზში შევიდნენ. მას სიამოვნებით შეიტანდნენ კოლექციაში ავტორები, რომელნიც „გრძნობების პოლიტიკას“ „ინტერესების პოლიტიკას“ უპირისპირებენ და არ სურთ აღიარონ, რომ ერთიც და მეორეც მინარევებს შეიცავს. ისინი ერწყმიან ერთმანეთს მთავრობის მოქმედებაში და პარტიების დამოკიდებულებაში ნებისმიერი აქტუალური პრობლემის მიმართ, იქნება ეს ომი უკრაინაში თუ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე...

ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში ცხარე დისკუსიების დროს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები ერთმანეთს ან საკუთარ თავს „ლიბერალებსა“ და „კონსერვატორებს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლიბერალიზმი ფრიად სპეციფიური ფენომენია, ასე თუ ისე, შესწავლილი და აღწერილია. კონსერვატიზმი კი - პირიქით; ერთის მხრივ, მიჩნეულია, რომ ის საზოგადოებაში დომინირებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით.

როდესაც ისტორია XVII საუკუნეში იწყება, ის, როგორც წესი, ჭკუის სასწავლებელია. ოცდაათწლიანი ომის კოშმარისაგან გამოქცეული ჩეხი გრავიორი ვაცლავ ჰოლარი მისდა მოულოდნელად ინგლისში, ძმათამკვლელი ომის შუაგულში აღმოჩნდა. 1643 წელს პარლამენტის რაზმებით ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში მან შექმნა ნახატი „სამოქალაქო შუღლი“. მასზე გამოსახულია ამფისბენა - შემზარავი ორთავიანი გველი. თავის დროზე ეს უხსენებელი ახსენეს ესქილემ, პლინიუსმა, აპოლოდორმა, თუმცა სწორედ ჰოლარმა დაუკავშირა მას სამოქალაქო ომისთვის დამახასიათებელი ერთობისა და დაპირისპირების პარადოქსული შეხამება.

თბილისი დაავადებულია სატრანსპორტო თრომბოფლებიტით - ქუჩები ვიწროა, ხოლო ავტომანქანების რაოდენობა მხოლოდ 2015-19 წლებში 24,5%-ით გაიზარდა.

„ვინმე გამოჩნდება...“. ეს ფრაზა მიეკრა ქართულ პოლიტიკას როგორც ეჰანი ზვიგენს. ის ხშირად თან სდევს მმართველი პარტიის და მისი ოპონენტების დამაკნინებელ დახასიათებას და უიმედო დასკვნას „საშველი აღარაა“. ოპტიმისტური ჩანს, მაგრამ ამავე დროს კვებავს მხსნელის მოახლოებული გამოცხადების რწმენას, რომელმაც ქვეყანას გაცილებით მეტი უბედურება მოუტანა, ვიდრე სიკეთე.